წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი გაეცნო

წყალტუბოში სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი მუნიციპალიტეტის მერ გენადი ბალანჩივაძესთან ერთად გაეცნო. ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალი საცხოვრებელი სახლი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდევ 7 უსახლკარო, სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა.

სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისა და გაძლიერების მიზნით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. გარდა საცხოვრებელი ფართისა ოჯახებს ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცემათ.

რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში (თერჯოლა, წყალტუბო, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი) უსახლკარო ოჯახების დახმარების პროგრამა მესამე წელია ხორციელდება. პროგრამის ეგიდით წლის ბოლოს 85-მდე ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...