თენგიზ შარმანაშვილი რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილებზე: უკრაინის მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს, ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ეს პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები – ეს პროპაგანდა არ არის, ეს რეალობაა

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რადიკალური ოპოზიციის გზავნილების და ვოლოდიმირ ზელენსკის ბოლო განცხადების ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და წერს, რომ უკრაინის არსებული მდგომარეობა ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, თუ რა მოხდებოდა, საქართველოში გადაწყვეტილების მიმღებები რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რომ ყოფილიყვნენ

“უკრაინის ეს მდგომარეობა დღეს ნორმალურ ადამიანს ვერ გაახარებს. ახლა გაიაზრეთ, რა დაემართებოდა საქართველოს ამ კლიპის მარცხენა ფანჯარაში ნაჩვენები პირები რომ ყოფილიყვნენ გადაწყვეტილებების მიმღებები. ეს პროპაგანდა არ არის, ეს რეალობაა,” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

https://www.facebook.com/share/v/1DKrBbJeo1/?mibextid=wwXIfr

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...