თეა წულუკიანი მარინე ჩიტაშვილის განცხადებაზე “რომ ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის”: ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თეა წულუკიანი, თსუ-ს პროფესორის, ფსიქოლოგ მარინე ჩიტაშვილის მიერ, 4 ოქტომბრის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ჩიტაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება – “4 ოქტომბერი რომ განვითარებულიყო უფრო დრამატულად, ყოფილიყო მსხვერპლი, ყოფილიყო სისხლი, ყოფილიყო გასროლა, მაშინ შეგვეძლო გვეთქვა იმის შესახებ, რომ ეს 4 ოქტომბერი იქნებოდა გადამწყვეტი მნიშვნელობის, ეს 4 ოქტომბერი იყო უბრალოდ არარაციონალურად დაგეგმილი”, – საგანგაშოა.

“ნამდვილად საგანგაშოა ასეთი სიტყვები პროფესორისგან!” – წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...