თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ილუმინაციები და
კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე
სამუშაო პროცესს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
„თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების
მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია
შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და
დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
სამონტაჟო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...