თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება – ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება, რომელთაც მიმართეს სხვადასხვა კლინიკას.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.

სააგენტო ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად მათ შორის თბილისის ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სამსახურთან, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას”, – აცხადებს სააგენტო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე იტალიაში დაგეგმილ შეხვედრებზე: ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს მნიშვნელოვანი...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იტალიაში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე გამახვილდება ყურადღება. „ორმხრივი ურთიერთობები, ევროკავშირი, ოკუპაცია, საქართველოს...