თამარ ჩიბურდანიძე: პრემიერის გადაწყვეტილება საპენსიო ზრდაზე არის გაბედული და დასაფასებელი, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპენსიო მატებაზე განცხადება გააკეთა. 70 წლამდე ასაკის პენსია იზრდება 45 ლარით, ხოლო ზედა ასაკის პენსია – 60 ლარით. პრემიერის გადაწყვეტილება დასაფასებელია. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

მისი თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შობადობის მაღალი მაჩვენებელი ევროპაშიც დაფიქსირდა, დღეს კი პენსიონერთა რაოდენობა ისტორიულ პიკზეა და ევროპული სახელმწიფოები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საპენსიო მატებაზე განცხადება გააკეთა. 70 წლამდე ასაკის პენსია იზრდება 45 ლარით, ხოლო ზედა ასაკის პენსია – 60 ლარით. პრემიერის გადაწყვეტილება დასაფასებელია. ეს არის დიდი პასუხისმგებლობა, რადგან საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 60-იანელების პიკური შობადობის თაობა.

ვინც იცნობს გასული საუკუნის საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიულ მონაცემებს, მისთვის ეს ჩვეულებრივი ფაქტია, მაგრამ თუ გადავხედავთ ციფრებსა და დღევანდელ რეალობას, მაშინ კარგად გავიაზრებთ, რომ ეს ნამდვილად გაბედული ნაბიჯი იყო პრემიერისგან.

საქართველოში პენსიონერთა რაოდენობა მალე მილიონს გადააჭარბებს. საპენსიო ასაკში შევიდა გასული საუკუნის 1960-1969 წლების თაობა. ამ წლებში საქართველოში 885 000 ბავშვი დაიბადა – ეს იყო შობადობის პიკი ქვეყანაში. გარდა ამისა, საპენსიო ასაკში უკვე იყო 1950-1959 წლების პირველი პიკური შობადობის თაობა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შობადობის აფეთქება მოხდა ევროპაშიც და დღეს მათთანაც პენსიონერთა რაოდენობა ისტორიულ პიკზეა. სწორედ ამიტომ, ევროპული სახელმწიფოები დიდი გამოწვევის წინაშე დგანან.

კარგია და მისასალმებელი ხანდაზმულთა რაოდენობისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, მაგრამ ისინი ბიუჯეტიდან თანხის მიმღები ბენეფიციარები არიან, ხოლო მწარმოებელი ფენა რაოდენობრივად იკლებს. სწორედ ამიტომ, ევროპული სახელმწიფოები ასეთ გაბედულ ნაბიჯებს ვერ დგამენ პენსიებთან დაკავშირებით, რადგან ამდენი გასაცემელი, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ხერხემალში გადატეხავს სახელმწიფო ბიუჯეტს.

იგივე გამოწვევის წინაშე დგას საქართველოც – ჩვენთან კიდევ უფრო მეტი ტემპით იზრდება ხანდაზმულთა წილობრივი მაჩვენებელი საერთო მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ იყო პრემიერის გადაწყვეტილება საპასუხისმგებლო. ამით ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, რომ გაბედულად გაივლის იმ გზას, რისი გავლაც დღეს ევროპულ სახელმწიფოებს უჭირთ,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მსგავსი სიახლეები

არჩილ გორდულაძე: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დადასტურდება, რომ წარმოდგენილი ფაქტები არის კონსტიტუციის...

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განმარტა, რომ „სარჩელის განხილვა სასამართლოს პროცესზე, ეს არის პრევენცია“. მისივე განმარტებით, სარჩელის დაკმაყოფილების...

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული...

ჩვენი თვალთახედვით, რამდენმა პარტიამაც დააკმაყოფილა შესაბამისი კრიტერიუმები, იმდენი პარტია იქნა მოხსენიებული სარჩელში, როგორც მოპასუხე მხარე, როგორც შესაბამისი კონსტიტუციური პრეტენზიის ადრესატი,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა, თორნიკე...

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან...

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების...

თორნიკე ჭეიშვილი: არცერთი შესაძლებლობა არ ყოფილა ხელიდან გაშვებული მოპასუხე მხარის მხრიდან,...

საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რომ მოპასუხე მხარემ ანტიკონსტიტუციური ნაბიჯებისა და საბოტაჟისთვის არცერთი შესაძლებლობა არ გაუშვა ხელიდან. მანვე აღნიშნა, რომ 2012...