თამარ ჩერგოლეიშვილი: მაქვს აბსოლუტურად უტყუარი ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით

მე მაქვს ინფორმაცია, რომ შეხვედრები ახალაიას სახლში ტარდებოდა ამასთან დაკავშირებით და ეს წუხილი ისმოდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის მხრიდანაც კი, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ის ავრცელებს აბსოლუტურად უტყუარ ინფორმაციას და აღნიშნავს იმასაც, რომ თავად “ნაციონალურ მოძრაობაშიც” პრობლემა იყო ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით.

“აბსოლუტურად უტყუარ ინფორმაციას ვავრცელებ, რაც მესმოდა შიგნიდან, რისი გარჩევაც მესმოდა, იმას ვავრცელებ. ანუ, პრობლემა “ნაცმოძრაობაში” დაპირისპირება იყო, ბაჩო ახალაიას სახლში შეხვედრებთან დაკავშირებით. ცხადია, მე არ ვიცი, ბაჩო ახალაია რა დანაშაულს სჩადიოდა და რას სჩადიოდა, უბრალოდ, ფიგურირებდა ამ საქმეში და მასთან შეკრებები კეთდებოდა და ეს პრობლემა იყო,” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

წამყვანის რეპლიკაზე, რომ თავად ახალაია ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები და არანაირი საუბრები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, ჩერგოლეიშვილმა უპასუხა: “ესეიგი იტყუებოდნენ ისინიც [“ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები] და უბრალოდ, ბაჩო ახალაიასთვის ცუდი უნდოდათ.”

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...