თამარ ჩერგოლეიშვილი – არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს

აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და ფორმულამ დამბლოკა! (ცხადია ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი) – წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში და ტვ „ფორმულაში“ მისი სტუმრობის ვიდეოს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში არა მანდატების, არამედ ნდობის კრიზისი დგას და რაც მოხდა, იმან კრიზისი მხოლოდ გააღრმავა, ეს კი იმ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, რომლებსაც გამოცდილება და ნებისყოფა არ ეყოთ.

მისი თქმით, არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს.

„აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და ფორმულამ დამბლოკა! (ცხადია ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი).

ამიტომ არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობს.
ხელისუფლებაშიც ასე მოიქცევიან.

მგონი ფართოვდება ამ საკითხზე კონსენსუსი“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე ხანძარი ლიკვიდირებულია

სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც „იმედინიუსს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია და გამოძიება...