სუს-ის ინფორმაციით, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერების შემოტანის ფაქტზე უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ უკრაინის საელჩო ინფორმირებულია.

როგორც „ქრონიკას“ სუს-ში განუცხადეს, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს.

„მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ერთ-ერთი მოწმე პირდაპირ მიუთითებს უკრაინის სპეცსამსახურებზე როგორც დანაშაულის შემკვეთზე, აღნიშნული ორი პირის დაკავებისთანავე, ჯერ კიდევ იმ ეტაპზე, როცა გამოძიება მხოლოდ ერთი მუხლით იყო დაწყებული, კანონით დადგენილი წესით ეცნობა საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც ჩვენთვის ცნობილია, რომ ასევე დაუყოვნებლივ აცნობა უკრაინის საელჩოს წარმომადგენელს, კერძოდ, ანდრი ბილიკს. ამ უკანასკნელს დადასტურებული აქვს შესაბამისი ოფიციალური გზავნილის მიღებაც“, – აღნიშნეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

საქმესთან დაკავშირებით უკრაინის საელჩომ დღეს სოციალური ქსელით შემდეგი განცხადება გაავრცელა:

„საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს „ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენის უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი ორი უკრაინის მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს.
ამჟამად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად“.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნათია თურნავა: საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს – 8.25 მილიარდ დოლარს მიაღწია

„2026 წლის პირველ 9 თვეში ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვების მოცულობამ 3.37 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც უკვე აღემატება 2025 წლის მთლიან...