სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს

სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს. მანამდე აგრესიული პროტესტის მონაწილეები ხმოვანი სიგნალის საშუალებით გააფრთხილეს. დემონსტრანტები კვლავ ცდილობენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას.

შეგახსენებთ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცოტა ხნის წინ მოახერხეს პრეზიდენტის სასახლის ეზოში შეღწევა. მათ ჯებირები დააზიანეს, თუმცა სამართალდამცველებმა დემონსტრანტებს ეზო მალევე დაატოვებინეს.

ადგილზე იმყოფება პაატა ბურჭულაძეც. სწორედ მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ ათონელის ქუჩაზე პრეზიდენტის სასახლესთან გადაენაცვლათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...