4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

Sky News: „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების და პრემიერლიგის ყოფილი მოთამაშე, მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა

„ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას Sky News ეხმაურება.

Sky News-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტის” ყოფილი ფეხბურთელი საქართველოს მომავალი პრეზიდენტი გახდება.

„საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მომავალ პრეზიდენტად ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი და პრემიერლიგის მოთამაშე, 53 წლის მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.“ –  აღნიშნულია Sky News-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს აღწერაში.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები