4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

აშშ-ის სასამართლომ დაბლოკა ტრამპის ბრძანება, რომელიც ე.წ. „სამშობიარო ტურიზმს“ კრძალავს

მერილენდის შტატის ფედერალურმა რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, შეაჩეროს ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, ე.წ. „სამშობიარო ტურიზმის“ აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ CBS News-ი წერს.

2 სექტემბერს აშშ-ის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დებორა ბორდმანმა დროებით დაბლოკა ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობა, აემოქმედებინა ახალი რეგულაცია. მოსამართლემ განაცხადა, რომ მოსარჩელეები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ ის არღვევს აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებით გარანტირებულ უფლებას, რომელიც შეერთებულ შტატებში დაბადებული ყველა პირისთვის მოქალაქეობის მიღებას უზრუნველყოფს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და საქმე განხილვის პროცესშია.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვარში თანამდებობის დაკავების შემდეგ ტრამპი არაერთგზის ცდილობდა აღნიშნული წესის შეცვლას. მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ივნისში უარყო მისი პირველი მცდელობა დაბადებით მოქალაქეობის უფლების გაუქმების შესახებ, ტრამპმა აგვისტოში ხელი მოაწერა კიდევ ერთ, უფრო შემზღუდავ ბრძანებას, რომლის თანახმადაც აშშ-ის მოქალაქეობა არ უნდა მიენიჭებინათ „მტრულად განწყობილ უცხოელთა“, უცხო ქვეყნების მთავრობების თანამშრომლებისა და ე.წ. „სამშობიარო ტურიზმში“ ეჭვმიტანილი პირების შვილებისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბათუმის ზღვაში ორი კატერი შეეჯახა - არიან დაშავებულები

ბათუმში, ზღვაში ორი კატერი შეეჯახა – არიან დაშავებულები

🚤⚠️ ბათუმის ზღვაში ორი კატერის შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს.