შიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა.

დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 75-ე ეტაპი გაიმართება. პატრიარქის ნათლულები გახდებიან ჯვარდაწერილი მშობლების მესამე და მომდევნო შვილები.

„წაკითხული იყო სახარებიდან ეპიზოდი უფალი იესო ქრისტეს მიერ ეშმაკეულის განკურნებაზე. ბოროტი სულები მიხვდნენ რა, რომ დადგა დასასრული ამ საწყალ კაცზე ბატონობის, სთხოვეს უფალს, რომ ნება მიეცა ღორების კოლტში შესულიყვნენ. ეს ღორების კოლტი გადაეშვა კლდიდან წყალში და დაიღუპა. როცა მიიღო ეს ძალაუფლება, სხვა ვერაფერი მოიფიქრა, გარდა იმისა, რომ ეს საწყალი პირუტყვი დაეღუპა. მითუმეტეს, სძულს ადამიანი და რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუსტად ასე მოექცეოდა. ქალაქის მცხოვრებლებმა ეს რომ გაიგეს, უფალთან შესახვედრად გამოვიდნენ და სთხოვეს, რომ შორს წასულიყო მათი ქალაქიდან. ფიქრობდნენ, ისედაც რამდენი ზარალი ვნახეთ ღორების კოლტის დაღუპვით, როცა შემოვა, რაღას იზამსო. ეს არის ანგარებიანი შიშის მაგალითი. ასეთი რამ ხდება, როდესაც ადამიანს ეშინია, თავის სულში შემოუშვას ღმერთი. როდესაც ადამიანი ასე დაჟინებით მოითხოვს, რომ მისი შინაგანი სულიერი სამყარო არაფერმა შეაწუხოს, მაშინ ძალიან ემსგავსება გადარინელებს, რომლებმაც უფალს სთხოვეს, რომ მათ ქალაქს მოშორებოდა. ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი საქმით ვადიდოთ ღმერთის ყოვლადწმინდა სახელი“, – განაცხადა შიო მესამემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო ფოიერვერკების გაყიდვა დროებით აიკრძალა

საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტისა და ცხოვრების პირობების გაძვირების საწინააღმდეგო აქციების ფონზე პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია შესაბამის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსწავლეთა საპროტესტო აქციებისა და...