მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით, სერ ბანი იასის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ აბდულა ბინ ზაიედ ალ-ნაჰიანის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გამართულ სერ ბანი იასის ფორუმში.

ფორუმში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

ფორუმის ფარგლებში, დახურულ ფორმატში, გაიმართა დისკუსიები საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, გლობალურ და რეგიონულ გამოწვევებზე.

სერ ბანი იასის ფორუმი მაღალი დონის საერთაშორისო დიალოგის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ და რეგიონულ საკითხებზე დიალოგის განვითარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ფორუმის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ფორუმის მონაწილეებთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო ფოიერვერკების გაყიდვა დროებით აიკრძალა

საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტისა და ცხოვრების პირობების გაძვირების საწინააღმდეგო აქციების ფონზე პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია შესაბამის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მოსწავლეთა საპროტესტო აქციებისა და...