საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობის გამო ფოიერვერკების გაყიდვა დროებით აიკრძალა

საფრანგეთში მოსწავლეთა პროტესტისა და ცხოვრების პირობების გაძვირების საწინააღმდეგო აქციების ფონზე პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აიკრძალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია შესაბამის ბრძანებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მოსწავლეთა საპროტესტო აქციებისა და ცხოვრების ღირებულების ზრდის საწინააღმდეგო გამოსვლების დროს პიროტექნიკის გამო დაშავდნენ სკოლის დირექტორი და მასწავლებელი, ამიტომ მთავრობამ მსგავსი პიროტექნიკის გაყიდვა 27 ნოემბრამდე აკრძალა.

„ეს მოწყობილობები უკვე აღარ გამოიყენება ზეიმისთვის. მათ ადამიანების დასაზიანებლად იყენებენ. პროტესტის უფლება გარანტირებულია, მაგრამ დაზიანების უფლება არ არსებობს. ლიცეუმებთან და ზოგჯერ მათ შიგნითაც ფოიერვერკებს პოლიციელებისა და ჟანდარმების, ეროვნული განათლების დეპარტამენტის თანამშრომლებისა და თავად ლიცეუმის მოსწავლეების მიმართულებით უშვებენ“, – განაცხადა საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენელმა.

აკრძალვა F2 და F3 კატეგორიის ფოიერვერკებზე ვრცელდება; F4 კატეგორიის ფოიერვერკების გამოყენება, ისევე როგორც ადრე, მხოლოდ პროფესიონალი პიროტექნიკოსებისთვის არის დაშვებული.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შიო მესამე: ვეცადოთ, რომ ყველანაირად შევასრულოთ ღვთის ნება, ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი...

პატრიარქმა ქადაგებისას ანგარებიან შიშზე ილაპარაკა და მრევლს ამ შიშისგან გათავისუფლება ურჩია. შიო მესამე სადღესასწაულო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში უძღვებოდა. დღესვე სამების ტაძარში საყოველთაო ნათლობის 75-ე...