შინაგან საქმეთა სამინისტრომ 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 553 კილოგრამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული 553 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება გაანადგურა. მათი საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 34 მილიონ ლარზე მეტია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალურ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მაღალტემპერატურულ ღუმელში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება გაანადგურეს, მათ შორის: „მეთადონი“, „მდმა“, „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ბუპრენორფინი“, „ალფა-პვპ“, „კლეფედრონი“, „ტრამადოლი“ და „კოდეინი“. ასევე განადგურდა ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

არსებული კანონმდებლობის შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესი გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. პროცესში, მუდმივმოქმედი კომისიის წევრ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, გენერალური პროკურატურისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...