შინაგან საქმეთა მინისტრმა მეხანძრე-მაშველებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის
საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, გასული წლის ერთ-ერთი გამოწვევის –
ტყის ხანძრების დროს მეხანძრე-მაშველების მიერ გაწეულ თავდაუზოგავ შრომაზე
ისაუბრა.„გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას
ტყის ხანძრები წარმოადგენდა. ჩვენი გმირი მეხანძრე-მაშველები თითქმის მთელი
ქვეყნის მასშტაბით, 24 საათის განმავლობაში,  უწყვეტ რეჟიმში ებრძოდნენ
ტყეში გაჩენილ ხანძრებს.  გარდა ამისა,  მეხანძრე-მაშველები მთელი წლის
განმავლობაში  მონაწილეობდნენ ძებნა-შველისა და გადარჩენის ღონისძიებებში.
მსურს, მადლობა გადავუხადო  მათ თავდაუზოგავი შრომისთვის. იცით, რომ დღესაც
არიან თურქეთში, ასი კაცი, ჩვენი მაშველები. ბევრი ქვეყანა წამოვიდა, უკვე
დაასრულეს თითქმის, თუმცა ჩვენები რჩებიან კიდევ და ეხმარებიან კოლეგებს“,
– განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი Euronews-ის ორგანიზებულ ღონისძიებაზე, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს შესახებ: საერთაშორისო...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Euronews- ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინტერვიუს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, ...