შალვა პაპუაშვილი: რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ, ამას აქვს ორი ახსნა – ან არის არაპროფესიონალიზმი ან – მავნებლობა. იმედი მაქვს დაფიქრდებიან და დემოკრატიას პატივს სცემენ

როგორც არასრულწლოვანი, გამოუცდელი ბავშვი, დღეს ასე იქცევა ბრიუსელი. ხელებს იქნევს და მისი ქცევები არასერიოზულია. იმედი მაქვს, ბრიუსელის პოლიტიკა დასერიოზულდება და დაფიქრდებიან რას აკეთებენ და დემოკრატიას პატივს სცემენ, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„რასაც დღეს ბრიუსელის პოლიტიკაში ვხედავთ, ამას აქვს ორი ახსნა – ან არის არაპროფესიონალიზმი ან – მავნებლობა. რა თქმა უნდა არცერთი კარგი არ არის, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არის არაპროფესიონალიზმი და რამენაირად იქნებ გამოსწორდეს. ან თუ არის მავნებლობა, დარწმუნდებიან, რომ სხვა ქვეყნებში მარიონეტებით ჩანაცვლება ვერ მოხდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...