შალვა პაპუაშვილი: ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით

ზოგიერთს უცხოეთში საკუთარი სურვილები ეშლება რეალობაში და ის, რაც მათ სურთ დაინახონ, რასაც ისინი აქეზებენ, რასაც მხარს უჭერენ, უნდათ, რომ ეს იყოს რეალობა. სინამდვილეს ქართველი ხალხი ხედავს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრულად გარედან წახალისებული ძალადობის და რადიკალიზმის ტალღა, რომელიც მათ სურთ დააორგანიზონ, ეს არ გამოდის და თავისი წარმოსახვა უნდათ, რომ რეალობად წარმოაჩინონ.

„რაც შეეხება არჩევნებს, ყველაზე ბოლო გამოკითხვებით, რომელიც Le Figaro-ს მიერ ჩატარდა, საფრანგეთის მოქალაქეების 61% მოითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტის გადადგომას, ხოლო 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ყველა ხელისუფლებას მოვუწოდებ მიხედოს თავის ამომრჩევლებს და თავის ქვეყანას, სადაც მათ აქვთ ძალიან დაბალი მხარდაჭერა. ნუ შეწუხდებიან სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...