შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაზე: რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ

შალვა პაპუაშვილი კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

„დნეპრზე კახოვკა ჰესის კაშხლის განადგურება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია, რომელსაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება. რუსეთმა უნდა დაასრულოს სისასტიკე, რომელსაც საზღვრები არ აქვს და უარყოფითად მოქმედებს ყველაზე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს და სხვებს, ვისაც აქვს ეფექტიანი გავლენის ინსტრუმენტები, უფრო ენერგიულად ჩაერთონ ამ კატასტროფის დასასრულებლად“, – წერს პაპუაშვილი.

ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, დამბამ კრიტიკული დაზიანება მიიღო. ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების გამო, 80-მდე დასახლების დატბორვის საშიშროება არსებობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე...

ვინმეს გვინდა ისეთი საზოგადოება, სადაც გვეტყვიან, რომ თურმე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება არის ანტიევროპული?მითხარით თუ ვინმეს ასეთ ევროპასთან გინდათ ინტეგრაცია, მე არ მინდა,...