შალვა პაპუაშვილი „ენჯეოების“ ესტონეთის ოფისზე: „სამი გოჭის“ ხუხულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ესტონეთში დარეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისს, 3 გოჭის ხუხულას უწოდებს. ამ თემას პაპუაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე შეეხო, როდესაც ჟურნალისტებმა ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაუსვეს შეკითხვა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბრიუსელი სოლიდარობის გამოცხადებით რადიკალურ ოპოზიციას და „ენჯეოებს“ აქეზებს.

„დღეს ჩვენ ვხედავთ, ცდილობენ ააგორონ კამპანია – ხელისუფლების დამხობის მცდელობის დაკნინების შესახებ, მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, „სამი გოჭის“ ხუხულაში რომ არის დარეგისტრირებული ტალინში, „გამჭვირვალობა“ ყალბი ანგარიშების შედგენით. ეს ხომ ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდებოდა?!“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ „იმედი LIVE“ -შიც ისაუბრა და შესაბამისი ფოტო-მასალა და რეგისტრაციის დოკუმენტაცია წარმოადგინა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...