შალვა პაპუაშვილი: ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ მინისტრს

ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე გამახსენდა, ხალხს ვუჭერთ მხარსო. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა, საქართველოში ახალი არჩევნები იყოს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი ვოლსკი: ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს ვეღარ ვხედავთ, ეს არის რევოლუციური, შეთქმულთა...

გარე ჩარევის არაერთი მაგალითი ვიხილეთ, არაერთი განცხადება, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია. მათი განცხადებები მშრალია და მაგიდაზე მუშტის ბრახუნს ჰგავს - გვიბრძანებენ, რომ არ გავაკეთოთ...

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს...