შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი აქციიდან გავრცელებულ ვიდეოზე: მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა

4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტის თავმჯდომარე აქვეყნებს 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის კადრებს, სადაც ჩანს, როგორ იგერიებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, პრეზიდენტის შენობაში შეჭრის მსურველებს. პაპუაშვილი მადლობას უხდის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პრეზიდენტის სასახლის მოძალადეებისგან დაცვისთვის.

“4-მა ოქტომბერმა გამიჯნა ქართული და არაქართული, გმირი და ანტიგმირი, სამშობლოს სიყვარული და სამშობლოს მტრობა.

მადლობა ამ ვაჟკაც ბიჭს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, გუშინ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეს გარე დავალებით მოქმედი მოძალადეების თავდასხმისგან იცავდა.” – წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/share/19cwbYE1NH/

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...