შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი მოითხოვდა, რომ პირდაპირ ჩვენს ფეხში გვესროლა ტყვია. რომ დაგვეჯერებინა, დღეს დასაქმების ზრდა კი არ გვექნებოდა, ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი უმუშევრობის გლობალურ მაჩვენებელს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც , 2024 წელს საქართველოში 21-ე საუკუნეში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.

„ეს არის იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება აწარმოებს. ეს არის იმის შედეგი, რომ მივყვებით ჩვენს ეროვნულ და არა ბრიუსელის ინტერესებს. ხაზს ვუსვამ – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, დღეს დასაქმების ზრდა კი არ გვექნებოდა, ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. და ბრიუსელი მოითხოვდა, რომ პირდაპირ ჩვენს ფეხში გვესროლა ტყვია იმით, რომ ჩაგვეკეტა ყოველგვარი ვაჭრობა რუსეთთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოლდოვამ, რომელმაც ბრიუსელს დაუჯერა, ეკონომიკური ვარდნა მიიღო.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ინდიკატორის მიხედვით უმუშევრობის გლობალური მაჩვენებლები განაახლა. ახალი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 10,2% -მდე გაუმჯობესდა, 2023 წელს 9,6% გახდა, 2024 წლიდან კი 8%-ს გაუთანაბრდა, რაც საქართველოსთვის 21-ე საუკუნის ახალი ისტორიული მინიმუმია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სასამართლოს დამოუკიდებლობით და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის...