სენატორი მაიკ ლი: წლების განმავლობაში ვაფრთხილებდით საზოგადოებას, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება კოლოსალური მასშტაბის კორუფციის დაფინანსებისთვის გამოიყენება – ამ საკითხზე მოსაუბრეებს მუდმივად დასცინოდნენ როგორც “პუტინის მოყვარულებს”

ამერიკელი სენატორი მაიკ ლი, დაეთანხმა Fox News-ის წამყვან ლორა ინგრემს, რომელმაც განაცხადა: „დიდი ალბათობით, აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდობით დახმარება ზელენსკის უახლოესი თანაშემწეების შვეიცარიულ კერძო ანგარიშებზე აღმოჩნდა. რა თაღლითური სქემაა. 220 მილიარდი დოლარი ფუჭად დაიხარჯა!“

სენატორის განცხადებით, ვინც წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ ამერიკის მიერ გამოყოფილი დახმარებით კორუფცია ფინანსდებოდა, მათ “პუტინის მოყვარულებს” უწოდებდნენ და დასცინოდნენ.

„ზოგიერთი ჩვენგანი წლების განმავლობაში აფრთხილებდა საზოგადოებას, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება კოლოსალური მასშტაბის კორუფციის დაფინანსებისთვის გამოიყენება..

მათ, ვინც ეს საკითხი წამოჭრა, მუდმივად დასცინოდნენ, როგორც „პუტინის მოყვარულებს“ და ადანაშაულებდნენ რუსეთის აგრესიის ხელშეწყობაში.

ეს გააკეთეს “უნიპარტიამ” (ორპარტიული სისტემის ერთიანი ინტერესი) და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა.“ – წერს მაიკ ლი X-ზე.

https://x.com/BasedMikeLee/status/1994688286120710300

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ქართველთა უმთავრესი ანდერძი – „მამული, ენა,...

ჩვენი წარსული მდიდარია თვალსაჩინო საერო თუ სასულიერო მოღვაწეებით, თუმცა ილია ჭავჭავაძე იყო ერთადერთი, რომელსაც ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე, დამსახურებლად და დიდი სიყვარულით უწოდა „ერის მამა“,...