საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, ელჩების კონფერენცია სამუშაო ფორმატში გრძელდება

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, ელჩების კონფერენცია სამუშაო ფორმატში გრძელდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციაში აკრედიტებულ დიპლომატებს, რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა საქართველოს დაზვერვის სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსმა, ლევან ნასრაშვილმა.

დიპლომატებმა ასევე იმსჯელეს საელჩოების გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხებზე.

ელჩების კონფერენცია, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გახსნა, მეორე დღეა მიმდინარეობს. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაწეულ საქმიანობას აჯამებენ და სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე მსჯელობენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი სოფო ხორგუანს: ყველაფერი, რასაც იტყვით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენ...

ქალბატონო სოფიო, თქვენ ახლა ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ცარიელი სიტყვებით სისხლის სამართლის დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულეთ. ჩამოყალიბდით, რა არის თქვენი სტანდარტი,...