სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ი ავრცელებს.

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის მუამარ კადაფის რეჟიმის მიერ დაფინანსების საქმეში დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კერძოდ, სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ ცნო კრიმინალური შეთქმულების საქმეში, რომლის ფარგლებშიც მას ბრალად ედებოდა 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ლიბიის ყოფილი დიქტატორის, მუამარ კადაფის რეჟიმისგან დაფინანსების მიღების მიზნით გარიგებაში მონაწილეობა.

ასევე, სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 100 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

მანამდე, სასამართლომ სარკოზი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებისა და პასიური კორუფციის საქმეებზე წარდგენილ ბრალდებებში გაამართლა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხეთი ევროკავშირის წევრია, თუმცა ცდილობს ვროკავშირის წევრობის ფარგლებში დაიცვას...

საქართველოსთვის ჩეხეთის ეროვნულ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩეხეთს...