საპატრულო პოლიციამ ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს
დაბადებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ქურდობისთვის ნასამართლევი,
ლ.ჩ. ნივთის დაზიანების ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა რუსთაველის გამზირზე
მიმდინარე საპროტესტო აქცია დატოვა, მან მზიურის პარკში მდებარე
ვიდეოსამეთვალყურეო კამერები განზრახ დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლის პირველი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილის დადანაშაულება ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებაში უბრალოდ უკიდურესი უტიფრობაა...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნიკა გვარამიას მიერ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ფონდი „ქართუს“ მეშვეობით საქართველოში სხვადასხვა პროექტზე...