საპატრიარქო: 16:00 საათზე საპატრიარქოდან სამების ტაძარში ფეხით მსვლელობა დაიწყება, ილია მეორეს სამების საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება, ილია მეორეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადაასვენებენ.

„დღეს, 2026 წლის 18 მარტს, მოხდება საპატრიარქო რეზიდენციიდან უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის გადასვენება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. ფეხით მსვლელობა დაიწყება 16:00 საათზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მერცი: ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და ჩემი მთავრობა ამ...

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა შაბათ-კვირას გერმანიის რამდენიმე ქალაქში მომხდარი არეულობებისა და ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა. „ჩვენს ქუჩებში ძალადობის ადგილი არ არის და...