საკრედიტო სააგენტო ფიჩმა (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად, BB დონეზე დატოვა

საკრედიტო სააგენტო ფიჩმა (Fitch) საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია მსგავსი შეფასების მქონე ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური განვითარება და საიმედო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩო. ამასთან, სტაბილურად არის შეფასებული, როგორც მთავრობის ვალის დონე, ასევე – საბანკო სექტორის საქმიანობა. ამასთან, ფიჩი ასევე, აღნიშნავს დოლარიზაციისა და უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაღალ დონეს.

ფიჩი განმარტავს, რომ სხვადასხვა დარგში ინვესტიციების გამო გაზრდილია ქვეყნის პოტენციური ეკონომიკური ზრდა და 2025-2026 წლებში ელოდება 5%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას. წინა შეფასების მსგავსად, ამ ანგარიშშიც აღნიშნულია საბიუჯეტო მაჩვენებლების მოსალოდნელზე უკეთესი შედეგები, რაც მაღალი საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებით არის გამოწვეული”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მოსამართლე ევა გოცირიძე: სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ გამოიძიოს, ადეკვატურად დასაჯოს...

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ევა გოცირიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პარტიისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის გამიჯვნის, ასევე ინდივიდუალური დანაშაულისა და დაუსჯელობის პრაქტიკის საკითხებზე ისაუბრა. გოცირიძის განმარტებით, პარტია...