5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღესაც განიხილავს. მოსამართლეთა პლენუმი სასამართლო პროცესს დღეს 12:00 საათიდან განაახლებს.
მე-17 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გაგრძელდება; „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები კითხვებს მოსარჩელე მხარეს დაუსვამენ.









