აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგიკულ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ტრაგიკული აფეთქების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ჩვენი ფიქრებით ამ ტრაგედიით დაზარალებული ყველა ადამიანის გვერდით ვართ. დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმეა იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც...

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მძიმე რჩება იმ ადამიანის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა. მიხეილ სარჯველაძე ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა, სადაც მან დაზარალებულები მოინახულა. „მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე...