ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ქალის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაცია მედიას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა დაუდასტურა.
ამ დროისთვის ნანგრძევებიდან ამოსვენებულია სამი ცხედარი – ორი ქალისა და ერთი ბავშვის.
ერთი არასრულწლოვანი გოგონა კი მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანი რჩება.
აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.
როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.









