მაშველებმა ნანგრევებიდან ქალისა და ბავშვის ცხედრები ამოასვენეს

ფონიჭალაში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა ბავშვისა და ქალის ცხედრები ამოასვენეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

მაშველები შემთხვევის ადგილზე სამაშველო-სამძებრო ღონისძიებებს განაგრძობენ. ცოტა ხნის წინ ნანგრევებიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გოგონა ცოცხალი გამოიყვანეს.

ნანგრევებში კიდევ 4 ადამიანი რჩება.

აფეთქება ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში დილით მოხდა.

როგორც შშმ პირი ჰყვება, გუშინ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი...

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ტრაგიკულ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი...