თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს

თურქეთის რესპუბლიკის ელჩი, მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაღუპულების ოჯახებს და ქართველ ხალხს სამძიმარს უცხადებს და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს, ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, – ნათქვამია ელჩის სამძიმრის წერილში.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

მსგავსი სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი ევროკავშირის ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე: ასეთი სეგრეგაციული...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, მედიასთან კომენტარი...

თენგიზ შარმანაშვილი: სიახლე ოპონენტების ქცევაში არაფერი იყო და არც ველოდებოდით, პასუხს...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე კითხვა-პასუხის რეჟიმის დროს, ოპონენტებმა მათ მიერ დასმულ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხები ვერ გასცეს. როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა,...

თორნიკე ჭეიშვილი: მოპასუხე მხარის კითხვები ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საქმე გვაქვს დროის...

კითხვები, რომელიც გაჟღერდა მოპასუხე მხარის მხრიდან, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ჩვენ საქმე გვაქვს დროის გაყვანის მცდელობასთან, ვინაიდან, დასმული კითხვების ძალიან დიდი ნაწილი უბრალოდ არის არარელევანტური,...

“ლელოს“ წევრი სამადაშვილი ფონიჭალის ტრაგედიაზე: წინ სავარაუდოდ მხოლოდ უარესი გველოდება. ...

დაფიქრდით ამ უმძიმეს რეალობაზე, რომელიც დისტოპურ რომანის სიუჟეტს დაემსგავსა უკვე…მერე გადაწყვიტეთ, ღირს თუ არა პროტესტის გამოხატვა 28 ნოემბერს, თუ სხვა დღეს,- ასე ეხმაურება „ლელოს“...