სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: უკანონოდ დაკავებული საქართველოს ერთი მოქალაქე თავისუფალია

2025 წლის 9 აგვისტოს ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას...

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ნუნუ დუღაშვილის შემოქმედება ქართული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. მის ნაწარმოებებში განსაკუთრებული...