სახელმწიფო დეპარტამენტი: ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს

USAID-მა დიდი ხანია გადაუხვია თავის თავდაპირველ მისიას, რომელიც საზღვარგარეთ ამერიკული ინტერესების პასუხისმგებლიანად წინ წაწევას ითვალისწინებდა, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

„ახლა სრულიად ნათელია, რომ USAID-ის დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეესაბამება შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს. ამ ვითარების გასაანალიზებლად და სააგენტოს საქმიანობაზე უკეთესი კონტროლის დასამყარებლად, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო USAID-ის ადმინისტრატორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე დანიშნა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ მარკო რუბიომ ასევე აცნობა კონგრესს, რომ მიმდინარეობს USAID-ის საგარეო დახმარების საქმიანობის შემოწმება პოტენციური რეორგანიზაციის მიზნით.

„ჩვენ ვაფასებთ USAID-ის საქმიანობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის სრულად შეესაბამება America First დღის წესრიგს და სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკას. ჩვენ გავაგრძელებთ ამერიკელი ხალხის ინტერესების დაცვას და უზრუნველვყოფთ, რომ მათი გადასახადებიდან გაღებული სახსრები მიზნობრივად იხარჯებოდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...