საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გივი და დავით ლობჟანიძეების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

17 ივლისს სტუ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ინიციატივით და საჯარო სამართლის აკადემიური დეპარტამენტის ორგანიზებით პროფესორების გივი და დავით ლობჟანიძეების წიგნის „საპოლიციო სტრუქტურების სამართალი“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნაშრომი აერთიანებს საპოლიციო სამართლის თეორიას, საერთაშორისო გამოცდილებას, ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს, თანამედროვე გამოწვევებსა და საქართველოს სამართლებრივ პრაქტიკას.

ღონისძიებეაზე მოწვეული იყვნენ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი მუშაკები, უზენაესი სასამართლოს წევრები, პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, მწერალთა კავშირის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

დარგის სპეციალისტების შეფასებით, წიგნი საინტერესო და ღირებული შენაძენი იქნება როგორც სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის, ისე პრაქტიკოსი იურისტებისა და სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო...

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური...