განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ივნისში ინფლაციის დონე 5.8% იყო.

იანვარ-ივნისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ 925 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 3 მილიარდ 876 მილიონი, ხოლო იმპორტი 9 მილიარდ 49 მილიონი დოლარი იყო. ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან საქონელბრუნვაში 20.1%-ს შეადგენს.

ამავე პერიოდში წმინდა ფულადი გზავნილები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა, ხოლო ქვეყანას 2 მილიონ 734 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია.

2026 წლის იანვარ-ივნისის ნაერთ ბიუჯეტში 15 მილიარდ 86 მილიონი ლარი მობილიზდა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 12 მილიარდ 515 მილიონ ლარამდე შეადგინა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებების მიერ ბიუჯეტის ათვისების საშუალო მაჩვენებელი 92%-ია. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კი დაახლოებით 1 მილიარდ 336 მილიონი ლარი აითვისა, რაც 98.9%-იან შესრულებას შეადგენს.

კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან ჭოტორლიშვილი: თვითნასწავლი იურისტი ვახტანგ ხმალაძე ამტკიცებს, რომ კონსტიტუცია კრძალავს კონსტიტუციური...

1991-92 წლის პუტჩი და გადატრიალება არაკონსტიტუციური პროცესი არ ყოფილა, რადგან კიტოვანმა-სიგუამ-ჯაბა იოსელიანმა მხოლოდ მთავრობა დაამხეს და არა კონსტიტუციური წყობა. ცნობისათვის, ამ გადატრიალების შემდეგ ჩვენ...