საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრება.

მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომლის სტუმრებსაც სიტყვით მიმართავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე 23 ოქტომბერს გაიმართება.

„თავისუფლება, რომელიც ცენტრალურმა ევროპამ საბოლოოდ დაიბრუნა 1989 წელს, არ დაწყებულა 1989 წელს. მისი ისტორიის ნაწილი 33 წლით ადრე, ბუდაპეშტის ქუჩებში დაიწერა. მაქვს პატივი, მოგიწვიოთ ბუდაპეშტში, რათა ერთად აღვნიშნოთ 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 70 წლისთავი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება თქვენი დასწრება ღონისძიებაზე, სადაც პატივს მივაგებთ ადამიანებს, რომელთა სიმამაცე დღესაც შთაგვაგონებს ჩვენს საერთო ევროპულ მომავალს და რომელთა მემკვიდრეობაც კვლავ პასუხობს ჩვენი დროის გამოწვევებს“, – აღნიშნულია პიტერ მადიარის ოფიციალურ მოსაწვევ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიაზე: ბატონო მოსამართლევ, ახლა ჩვენ აქ ვისმენთ ერთ-ერთი...

ბატონო მოსამართლევ, ახლა ჩვენ აქ ვისმენთ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის ბენეფისს. ჩვეულებრივ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ხუთი...