არჩილ გორდულაძე ნიკა გვარამიაზე: ბატონო მოსამართლევ, ახლა ჩვენ აქ ვისმენთ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის ბენეფისს. ჩვეულებრივ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ეს არის თავისი პოზიციის დაფიქსირება, შეფუთული ვითომ შუამდგომლობით

ბატონო მოსამართლევ, ახლა ჩვენ აქ ვისმენთ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის ბენეფისს. ჩვეულებრივ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ.

გვარამია სხდომაზე მტკიცებულებების გამოთხოვას და მოწმეების დაბარებას ითხოვდა, თუმცა კონკრეტულად ვერ დაასახელა რომელი მოწმეების დაბარებაა სასამართლო სხდომაზე საჭირო. აღნიშნა, რომ ეს პირები დასადგენია.

„ბატონო მოსამართლევ, ახლა ჩვენ აქ ვისმენთ ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლის ბენეფისს. ჩვეულებრივ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. უთითებს მხოლოდ და მხოლოდ რაღაც არარსებულ საკითხებთან დაკავშირებით მის სურვილებს, თუ რისი წაკითხვა და გამოკვლევა უნდა. თუ რამის წაკითხვა უნდა, შესაბამისად, აიღოს კომისიის დასკვნა, ნახოს თან დართული მასალები და ლინკები და წაიკითხოს და გამოიკვლიოს. აქ ახლა საქმის არსებით განხილვაში თუ შევდივართ, მაშინ ის უნდა დაიწყოს ჩვენი სიტყვითა და ჩვენი ახსნა-განმარტებით. ახლა მხარე რასაც აკეთებს ეს არის ჩვეულებრივი თავისი პოზიციის დაფიქსირება, შეფუთული ვითომ შუამდგომლობით და ასე არ შეიძლება. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ პროცედურები“, – განაცხადა გორდულაძემ.

მისივე თქმით, გაურკვეველია რა შუამდგომლობას აყენებს ბნიკა გვარამია პროცესზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის...