საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს

23 ოქტომბერს ბათუმში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი რაშიდ მერედოვი, ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუხთარ ტლეუბერდი, ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟეენბეკ კულუბაევი, ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სიროჯიდინ მუხრიდინი და უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ბახტიორ საიდოვი ეწვევიან.

ღონისძიების ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას და ხორვატიის იუსტიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შორის შეხვედრა სტამბოლში OECD-ის გლობალური ფორუმის ფარგლებში შედგა....