საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

როგორც პაპუაშვილის სამძიმრის წერილში აღნიშნულია ბუბა კიკაბიძის პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს.

,,საქართველოს პარლამენტის სახელით მწუხარებას გამოვთქვამ გამორჩეული ქართველის, საქართველოს პარლამენტის უხუცესი წევრის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო. მისი პერსონაჟების და სიმღერების მიმართ სიყვარულს ქართველი ხალხი უკვე ათწლეულები ატარებს და ეს სიყვარული კიდევ ბევრი ათწლეული გაგვითბობს გულს. თანავუგრძნობ მის ოჯახს და ახლობლებს,” – ნათქვამია სამძიმრის განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე – ბევრი რამ, რაც ევროკომისიის ანგარიშში წერია, არ ასახავს...

დაგვიჯდნენ და აგვიხსნან, რატომ არ შეესაბამება თუნდაც, „გამჭვირვალობის კანონი“ ევროპულ სტანდარტს და ევროპულ ნორმას, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ პირველი...