საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი ლეგიონერი – კამარ ბოლდუინი ითამაშებს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი შეემატა. ინფორმაციას კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.

ამერიკელმა კამარ ბოლდუინმა საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო და მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. ახლა საბოლოო სიტყვა მთავარ მწვრთნელზე, ალეკსანდარ ჯიკიჩზეა, რომელსაც მომავალი სანაკრებო მატჩებისთვის ორ ამერიკელს შორის შეუძლია არჩევანის გაკეთება – კამარ ბოლდუინთან ერთად საქართველოს ნაკრებში თამაში ქართული პასპორტის მქონე ჯო ტომასონსაც შეუძლია, რომელმაც ნაკრების რიგებში უკვე ითამაშა.

საქართველოს საკალათბურთო ეროვნული ნაკრები EuroBasket 2025-ის შესარჩევი ეტაპის ნოემბრის ფანჯარაში 2 შეხვედრას გამართავს. 21 ნოემბერს გუნდი სტუმრად ფინეთს შეხვდება, 24 ნოემბერს კი ამავე გუნდს უკვე თბილისში უმასპინძლებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი პოლინეთის აქციებზე: ყველაფერი უფრო და უფრო ჰგავს კარგად დაგეგმილ...

„დონალდ ტუსკის მთავრობა, ევროპული ლიბერალური წრეების მხარდაჭერით, თანმიმდევრულად ასუსტებს იმ ეროვნულ ინსტიტუტებს, რომლებსაც ჯერ კიდევ შეუძლიათ პოლონეთის დამოუკიდებელი პოზიციის დაცვა,“ - წერს სოციალურ...