საგარეო უწყება – ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, კიდევ ერთი სპეციალური რეისი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. სპეციალური რეისი განხორციელდება მასკატიდან (ომანის სასულთნო) – თბილისის (საქართველო) მიმართულებით 7 მარტს, 23:00 საათზე.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს:

საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი):

ცხელიხაზი (24/7): +971 54 2324 335
ტელეფონი: +971 2 553 36 83
ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge
საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა):

ცხელიხაზი (24/7): +974 52 098 071
ტელეფონი: +974 44 739 499
ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...