რუსეთმა ოდესა დრონებით დაბომბა. არის მსხვერპლი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინული ქალაქი ოდესა დრონებით დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს.

მისი თქმით, დაიბომბა საცხოვრებელი სახლები. დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა ქალი, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. დაზიანებულია ქალაქში გამავალი გაზსადენი, რის გამოც ქალაქის ნაწილს გათბობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა.

გარდა ამისა, რუსულმა დრონებმა დააზიანეს ოდესის ეკლესია და რამდენიმე ავტომობილი. დაბომბვის შემდეგ ქალაქში რამდენიმე ადგილას ცეცხლი გაჩნდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

არჩილ გორდულაძე: ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი...

თავისივე წამოცდენით გააქარწყლეს ერთკვირიანი კამპანია თითქოს ვერ იგებდნენ რომელ პარტიას რა ნაწილში ვედავებით კონსტიტუციის დარღვევას, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ...