რუსეთმა გვიან ღამით კიევი დაბომბა. დაიღუპა ორი ადამიანი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით საჰაერო იერიში მიიტანა უკრაინის დედაქალაქ კიევზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაიბომბა კიევის ოთხი რაიონი: სვიატოშინის, სოლომენის, დნეპრის, შევჩენკოს. რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს დაეცა.

კიევის მერის, ვლადიმერ კლიჩკოს ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე EPC-ის სამიტზე ირაკლი კობახიძის დასწრებაზე: ფოტო სწორედ Euronews...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-9 სამიტზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას და გავრველებულ ფოტოს ეხმიანება. როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ფოტოზე, რომელზეც სხვა ქვეყნის...