რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს, თუმცა დასწრების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა აშშ-ში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრ პანკინის ცნობით, რუსეთმა ოფიციალური მიწვევა მიიღო, თუმცა დასწრების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„უმაღლეს დონეზე მოწვევა არსებობს, მაგრამ ამას სამიტის თარიღის მოახლოებისას განვიხილავთ. ღმერთმა იცის, იქამდე რა მოხდება“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ სამიტი ქალაქ მაიამიში 14-15 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კირცხალია – თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით,...

კოალიციის დამყარება რას ნიშნავს? ე.ი ის იზიარებს მის ფუნდამენტურ მრწამსს პოლიტიკის. თქვენ მეკითხებით რა შუაშია გახარიას პარტია? მე გეტყვით, რომ შუაშია, - განაცხადა გადაცემაში...