რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა

რუანდამ ბელგიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა, რაც ქვეყნებს შორის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მიმდინარე ბრძოლების გამო დაძაბული ურთიერთობების ფონზე მოხდა.

რუანდის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ყველა ბელგიელმა დიპლომატმა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს ქვეყანა.

სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება დაიცავს რუანდის ეროვნულ ინტერესებს.

„ბელგიამ აშკარად დაიკავა მხარე რეგიონულ კონფლიქტში და აგრძელებს სისტემატურ მობილიზებას რუანდის წინააღმდეგ სხვადასხვა ფორუმზე“, – განაცხადეს სამინისტროში.

ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაქსიმ პრევომ რუანდის ნაბიჯს არაპროპორციული უწოდა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ანალოგიურად უპასუხებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...