რობინ დანიგენი: საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან – პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას

მოუთმენლად ველოდები საქართველოს ხალხთან და საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგენმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადა.

„მე ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, ნატოსთან, დასავლეთთან, პრეზიდენტ ბაიდენთან და მდივან ბლინკენთან ერთად, მეც ვუჭერ მხარს ამ გზას“, – აღნიშნა რობინ დანიგენმა.

მისივე თქმით, მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოსთან აღნიშნული მიზნის მისაღწევად.

„მოუთმენლად ველოდები ჩვენი ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ისრაელის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოშია. რობინ დანიგენი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საკითხების ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან...

საქართველო სოლიდარობას უცხადებს ბულგარეთს და ბულგარელ ხალხს გლოვის დღესთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ავტოსაგზაო შემთხვევების...